ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმა იქნება“

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთზე ნებისმიერი თავდასხმა რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება“. ამის შესახებ მან დღეს ცხინვალში, „რესპუბლიკის დღისადმი" მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, „სამხრეთ ოსეთის გამარჯვების მთავარ მიზეზად რუსეთის მხარდაჭერა იქცა“. 

დე ფაქტო პრეზიდენტი ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის მიწაზე მარტივად ვეღარავინ გაინავარდებს“: 

"საქართველოში კვლავ ცდილობენ იარაღის ჟღარუნს. ამის მაგალითია ქართველი ძალოვანების ამასწინანდელი მოქმედება საზღვარზე, რომელსაც დაძაბულობის ესკალაციისკენ მივყავართ. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო დღემდე უარს ამბობს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. თუმცა დღეს სამხრეთ ოსეთის მიწაზე მარტივად ვეღარავინ გაინავარდებს: საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულებების თანახმად, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება და სადღეისოდ საკმარისი შესაძლებობები გაგვაჩნია, პოტენციურ აგრესორს საკადრისი პასუხი გავცეთ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა