არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა, დაიხუროს და არასრულწლოვანებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა, დაიხუროს და არასრულწლოვaნებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადa, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

„ჩვენ ვფიქრობთ, დავხუროთ N11, არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა, წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არასრულწლოვანი პატიმრების სეგმენტში ჩვენ შევძლოთ ორგანიზებულ დაშაულთან წარმატებით ბრძოლა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.

ამასთან, მინისტრის თქმით, სხვანაირი მიდგომა იქნება მათთან, ვინც ოცნებობს, გახდეს კრიმინალური ავტორიტეტი, რადგან მათთან სხვანაირი მუშაობაა საჭირო.

ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, ასევე მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება