2020 წლიდან ავტომობილების შემოწმების ახალი მექანიზმი ამოქმედდება

2020 წლიდან ავტომობილების შემოწმების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟი გააჩერებს და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებს – ცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO–ს შემცველობა.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. შესაძლოა, ასეთ ავტომობილს მეორე ინსპექტირების გავლამდე გზებზე მოძრაობაც აეკრძალოს.

საპილოტე პროექტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის ფარგლებში კონტროლი თბილისიდან დაიწყება და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს.  

ამასთან, მომავალი წლიდან ამოქმედება რეგულაცია, რომლის მიხედვით, გამონაბოლქვში CO–ს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი, ამჟამად არსებული 0.8 %–ის ნაცვლად, 0.5 % გახდება. ასევე სავალდებულო ხდება ავტომობილში კატალიზატორი, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირებაა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"