ხაზარაძე: „არ აჰყვეთ ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს საქართველოში პანამიდან შემოდის“

„არ აჰყვეთ ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს საქართველოში პანამიდან შემოდის“, – ასე მიმართა მოსახლეობას მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი შვილების ტვინებს რუსული კაპიტალით რეცხავენ. არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს საქართველოში პანამიდან შემოდის, ყველა უნდა ვიყოთ გამჭვირვალე ამ ქვეყნის მიმართ. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. არც ერთ ჩემს საქციელზე უკან სიტყვას არ წავიღებ, არც ერთ ჩემს მოქმედებაზე უარს არ ვიტყვი. შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ მე საქართველო მიყვარს“, – განაცხადა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, არსებობს ცნება რომელიც ყველფერზე მაღლაა და ეს სიტყვა „თავისუფლებაა“. 

„არსებობს მომენტები ცხოვრებაში, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაფიქრდე, რას ტოვებ უკან. ეს მომენტი ჩემთვის დადგა 20-ში, როცა ჩვენ ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რომელსაც 30 წელი, სხვადასხვა თაობამ, თითოეულმა თქვენგანმა უზარმაზარი ენერგია სისხლი, შრომა შეალია, აქ ამ შენობაში. ჩვენ ღირსებას ლაფის დასხმა მოუნდომეს, აქ წერია ჩვენი ახალგაზრდა მეგობრებისგან:“ გამოდი გარეთ“, ჰოდა, მე გამოვედი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი ვარგა, არც ქვეყანა, არაფერი ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ მომავალი განვითარების პერსპექტივა, რომელიც არასდროს დადებულა სამწუხაროდ, არ დაადებულა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა რაღაც წარმატებები, მაგრამ სულ ვიღაცის წინააღმდეგ გამოვდიოდით, სულ ვიღაცას ვეომებოდით, დიახ, ამას ვაკეთებდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა კონკრეტული მიზანი, სად უნდა წასულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ როცა აქ წერია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ,იმიტომ რომ ეს ქვეყანა ან მოკლე დროში, ერთ წელში შეძლებს პროგრამის დადებას ან ჩვენ ვართ დიდი პრობლემების წინაშე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი