კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დილიჩას ტერიტორიაზე,  სადაც შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის “  ტექნიკა 70 ჰა მიწის ფართობს ამუშავებს.

საშემოდგომო ხვნის სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად,  დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული და  საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია “ მიწათმოსარგებლეებს  80-მდე აგროოპერაციის შესრულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია