ბაქოში, გამოფენაზე „Caspian Agro 2019“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს

ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „CASPIAN AGRO 2019“ ფარგლებში, ქართულ სტენდზე 11 კომპანიის - „მადლიანი 2017“, „ნუტრიმაქსი“, „ასადელი“, „ნუგბარი“, „მეღვინეობა შათირი“, „პროაგრო“, „აპროფი ჯგუფი“, „ოქროთაფლი“, „თაფლი“, „ჩირიფრუტი“, „FRIXX“ - პროდუქცია იყო წარმოდგენილი.  

ქართული სტენდი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად დაათვალიერა. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქტები გააცნო და საჩუქრად   „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. გამოფენის ფარგლებში ბევრი საქმიანი შეხვედრა შედგა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი ინტერესი, როგორც ტურისტული, ასევე სოფლის მეურნეობის და ერთობლივი წარმოების შექმნის მიმართულებით, ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენაში „CASPIAN AGRO’’ ქართველმა მეწარმეებმა მეექვსედ მიიღეს მონაწილეობა. საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის და ნიდერლანდების 450-მდე კომპანიის პროდუქცია  იყო წარმოდგენილი.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"