მსოფლიოში უძველესმა ტურისტული კომპანია გაკოტრდა

ბრიტანული სამოგზაურო კომპანია „თომას ქუქი“ გაკოტრდა. „როიტერი“ წერს, რომ ეს არის ბრიტანეთის ისტორიაში მშვიდობიანი პერიოდის რეპატრიაციის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას დამსვენებელს შეუქმნა პრობლემა.


უძველესი ბრიტანული კომპანია ფლობს სასტუმროებს, კურორტებს, ავიახაზებს და კრუიზებს, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 16 ქვეყანაში 19 მილიონ ადამიანს ემსახურება. ამჟამად კომპანიას საზღვარგარეთ 600 ათასი ადამიანი ჰყავს გაყვანილი, რაც მთავრობებს და სადაზღვევო კომპანიებს აიძულებს, კოორდინირება გაუწიონ მათ სახლებში დაბრუნებას.

ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში ამბობენ, რომ „თომას ქუქმა“ ვაჭრობა შეწყვიტა და კომპანია ქვეყნის მთავრობასთან იმუშავებს, რომ 150 ათასი ბრიტანეთის მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში სახლში დაბრუნდეს.

დავალიანების მაღალი დონის, ონლაინ კონკურენციის და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო, „თომას ქუქს“ 200 მილიონი ფუნტის პოვნა სჭირდება. კომპანიის კრიზისის გამო, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა. ტრანსპორტის ანაზღაურებადი თანამშრომლების ასოციაციამ ბრიტანეთის მთავრობას მიმართა, რომ კომპანიას რეალური ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია