ორგანიზაცია "ლელო" პარლამენტს მიმართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს „არალეგიტიმურს“ უწოდებს.

აღნიშნულ კონტექსტში „ლელო“ პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, „არალეგიტიმური პროცესის შედეგად შერჩეულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს“.

ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ოფისში, დღეს, 23 სექტემბერს, 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

ცნობისთვის: დღეიდან პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"