დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

დამოუკიდებელი იურისტები და მოქალაქეები პარლამენტის წინ მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის ორგანიზატორის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, 20-კაციანი სია, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, მიხეილ ჩინჩალაძის კლანის მიერ არის შერჩეული და დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე ცდილობს, სასამართლო საკუთარი პრინციპებითა და მეთოდებით ჩამოაყალიბოს. კახა წიქარიშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ იურისტები პარლამენტს მიაწვდიან კითხვებს, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტარებმა კანდიდატებს აუცილებლად უნდა დაუსვან.

„20-კაციანი სია უნდა ჩავარდეს, ვინაიდან შედგენილია კლანის მიერ, კლანური ერთგულების პრინციპით. „ქართულ იცნებას“ ვეკითხებით, რატომ იყო სააკაშვილის დროს სასამართლო ცუდი. ის ააშენეს ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ ჩინჩალაძემ და დღეს ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აშენებს, იგივე პრინციპებითა და მეთოდებით. ჩინჩალაძის ხელმწორედ აშენებული სასამართლო არ ივარგებს. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის დროს როგორ ასრულებდა ასეთი სასამართლო დაკვეთებს“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა იურისტებს მოუწოდეს, თავიანთი პროფესია დაიცვან.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. დეპუტატები დღეს პირველ კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"