საფლავებზე პუტინის და მედვედევის ფოტოების გაკრვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საფლავებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევისა და სხვა რუსი ოფიციალური პირების  ფოტოების გაკრვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რუსული მედიის ცნობით, ლუთერანული სასაფლაოს ჯვრებზე რუსი მაღალჩინოსნების შავლენტიანი ფოტოები 19 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი მალევე აიღეს. სისხლის სამართლის საქმე წინასწარი განზრახვით სასაფლაოს ჯგუფურად წაბილწვის მუხლით აღიძრა, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ  22 სექტემბერს დააკავა პუტინის პროპაგანდასთან მებრძოლი ინტერნეტარხის „აგიტროსიის“ სამი აქტივისტი. მოგვიანებით ორი მათგანი მოწმის სტატუსით გაათავისუფლეს, ერთი ეჭვმიტანილი კი, იზოლატორში რჩება. აქტივისტები აცხადებენ, რომ სასაფლაოს ტერიტორიას არც კი მიახლოებიან და ალიბი აქვთ.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია