სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: "გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, "გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის".

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას თქმით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. 

ცნობისთვის: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისი წლის ბოლომდე განიხილავს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს " საქართველოს რკინიგზა" დააკავშირებს