„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, კვლავ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თამაშდება ტელეფონი Samsung Galaxy S10 შემდეგი ტექსტით: „გილოცავთ! თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 20 მომხმარებლიდან, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით!“.

„მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. გაითვალისწინეთ, რომ მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!“, – წერია კომპანიის განცხადებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია