სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარე დაკავებულისთვის 5000–ლარიანი გირაოს შეფარდებას და შინაპატიმრობას მოითხოვდა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად ასახელებდა.

„ფეხი ცუდ მდგომარეობაში მაქვს. იმ დონემდე მივალ საბოლოოდ, რომ შეიძლება ვეღარც ავდგე. შვიდი წლის შვილი მყავს და მისი პატრონი არავინაა. გამქცევი არსად ვარ“, - განაცხადა ლევან ჯიქურმა.

ლევან ჯიქურს 20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"