პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა 34-კაციან სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია.

34 წლის თეა ბ-ს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იხდის სასჯელს, სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ციხე არ დაუტოვებია. რაც შეეხება ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, 25 წლის სანდრო ა, რომელიც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის ვადაც ორი წლით შეუმცირდა. 

ცნობისთვის: იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არის არა მარტო მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი, ასევე არიან ნარკოდანაშაულისთვის, ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს