ჩეჩნეთში ორი ქალი და ერთი მამაკაცი ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ჩეჩნეთში პოლიციამ ორი ქალი და ერთი მამაკაცი ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს, – იუწყება ტელეარხი "გროზნო". 

ერთ-ერთმა დაკავებულმა ზინა ჩაკაევამ არხთან საუბარში აცხადებს, რომ "ჯინებს სახლში გამომცხვარ პურს აჭმევდა"; დაკავებულ მამაკაცსაც "ჯინებთან კონტაქტს" ედავებიან.  

სიუჟეტში ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა საკუთარი სხეული და სული ეშმაკს მიჰყიდეს. სამივე მათგანს დანაშაულის მონანიება აიძულეს.




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია