"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო.

"ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა... ეს იმიტომ, რომ სნეულების წყარო მოსამართლეების დამნიშნავ ერთმმართველობაშია, რომელიც თვით თემიდასაც კი მორჩილების ვირუსით დააინფიცირებდა, თვალებს ლიდერისკენ მიაპყრობინებდა და მახვილს მისი მზერის მიმართულებით მოაქნევინებდა. გამოსავალი ერთია. მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო. ეს სასამართლო იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანციაც და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მხარს დავუჭერდი ასეთ მოდელს, მაგრამ, ვაღიარებ, სხვა გზას ვეღარ ვხედავ", – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"