აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის. კერძოდ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით 2016-2017 წლებში ქობულეთში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უხარისხოდ შესრულდა და ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს.

„გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებას გულისხმობს, გამოძიება ასევე მიმდინარეობს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში.

აუდიტის მიერ შესწავლილ პერიოდში აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი რომანაძე და აჭარის მთავრობის ახლანდელი აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ.

აუდიტის სამსახურმა აჭარის გზების დეპარტამენტის 2016-2017 წლების საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა