საქართველოში 30 წუთის ინტერვალში ორი მიწისძვრა მოხდა

ლაგოდეხიდან 7 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ხიზაბავრაში დაახლოებით 20:40 წუთზე მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათან ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ავტმატურ რეჟიმში გამოქვეყნებული მონაცემებით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, 10 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა.

პირველი მიწისძვრიდან დაახლოებით 30 წუთში 21:10 წუთზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავ სოფელ ხიზაბავრა იყო. სიმძლავრემ კი 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამ დროისთვის ასრებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ