საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

საბურთალოზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-თან ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო სტურუა წერს, ერთ-ერთი მოტოციკლი კომპანია „გლოვოს“ ეკუთვნის. 

შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"