ბრიტანეთი, გერმანია და საფრნგეთი ირანის წინააღმდეგ აშშ–ის ბრალდებას მხარს უჭერენ

ბრიტანეთი, გერმანია და საფრნგეთი მხარს უჭერენ აშშ-ს და ირანს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გაეროში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებენ.

„აშკარაა, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. სხვა ახსნა არ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიზანი დამატებითი დეტალების დადგენაა,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გარდა ამისა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

„მოვიდა დრო, ირანი თავის ბირთვული პროგრამისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს დასთანხმდეს,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მ და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს.თავად ირანი ბრალდებას უარყოფს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია