„როსსეტი“ ცხინვალის რეგიონისკენ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს

„როსსეტი“ მომავალ წელს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისკენ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, რომლის სიგრძე 4,5კმ იქნება. 

საკაბელო ხაზს ქვესადგურ „სევერნიი პორტალიდან“ გამოიყვანენ. პროექტის ღირებულება 1,33 მლრდ რუბლია. 110კვ–იანი ხაზის პროექტი როკის გვირაბის გავლით იქნება რეალიზებული. 

როგორც რუსულ კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად პროექტი შეთანხმების ეტაპზეა, მისი რეალიზების ვადად კი 2020–2021 წლებია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"