როდის მიიღებენ გაფიცული ნეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას - „საქნახშირის“ კომენტარი

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მეშახტეებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება. აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცესი ადმინისტრაციის შენობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მეშახტეები, რომლებიც მიმდინარე თვის ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.

როგორც კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აღნიშნავს, კომპანიას ხელფასების ჩარიცხვის ვადა 15 სექტემბრიდან 27 რიცხვამდე აქვს. მისი თქმით, ჩარიცხვა დაგვიანებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე შეწყვეტილია მადნეულის მოპოვების პროცესი, კომპანია 11 თვის მანძილზე დაგვიანების გარეშე ურიცხავდა ანაზღაურებას, რაშიც კომპანიას ეხმარებოდა „ჯიაიჯი“ ჯგუფი. მიმდინარე თვეში კი პრობლემები შეგვექმნა ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომ მიმდინარეობს სამუშაოები თანხის მოძიებისთვის. 30 სექტემბერს გვეცოდინება, როდის დავარიგებთ თანხას“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მეშახტეების აქცია დღეს დილიდან დაიწყო. ისინი „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს