გომელაურმა ირანის ელჩთან ნარკოდანაშაულზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ სფეროში თანამშრომლობის მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ ირანიდან ვიზიტები განახევრდა. როგორც ცნობილია, ირანის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა