ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინოს, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით,  საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართულ ნაწარმი დიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას. 

IFE 2019 დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი, ამასთანავე, აქცენტი ბიო და გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეშ მყოფ პროდუქტებზე იქნა გაკეთებული. სხვადასხვა ნიშურ პროდუქტებთან ერთად გამოფენაზე ისეთი ინვოვაციური ქართული პროდუქტიც იყო წარმოდგენილი, როგორიცაა საფერავის ჩაი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
17 დეკემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს