უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო.

თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოყ მიესალმა განჩინებას და განაცხადა, რომ პარლამენტი „დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს“. 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს შეაჩერა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, პარლამენტის მუშაობის დროებით 14 ოქტომბრამდე  შეჩერება მას ხისტი „ბრექსითის“ განხორციელებაში დაეხმარებოდა. ჯონსონის გადაწყვეტილებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დეპუტატები „ბრექსითის“ პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან „ბრექსითის“ საბოლოო ვადა 31 ოქტომბერია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია