სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ცხედარი იპოვეს

სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივი შსს იუწყება, ჰაიკ ჰარუთიუნიანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნება და გარდაცვალების სავარაუდო ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.

ჰარუთიუნიანი სომხეთის პოლიციის უფროსად 2003 – 2008 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ჰაიკ ჰარუთიუნიანი 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევის საქმეზე მოწმე იყო. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა