შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი - მინისტრის მოადგილის კომენტარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, გაზის ტარიფი არ შეიცვლება და ამის რესურსი არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ გაზის ფასის ზრდა არის გარდაუვალი. პირიქით, ჩემი ინფორმაციით, ფასი არანაირად არ შეიცვლება და გვაქვს იმის რესურსი, რომ ფასი დარჩეს იგივე. ჩვენ, ვფიქრობთ, სუბსიდირების გარეშეც შევძლებთ გაზის ფასი დარჩეს იგივე. ის, რომ გაზის ფასი აუცილებლად გაიზრდება, ეს არასწორი ინფორმაციაა,“- განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას 23 თებერვლის განცხადების თანახმად, "გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა