მოკლული პოლიციელის ოჯახი შეწყალებული დევაძისა და გეგეშიძის ურთიერთობაზე საუბრობს

მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის დეიდა ნინო ოდიშარია პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს. საქმე შეწყალების საქმეს და პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხება. როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულისთვის მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. ამავე სიაში აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული ორი პირი, ძებნილი და ნარკორეალიზატორები.     

როგორც ოდიშარია ამბობს, ის არ თვლის საჭიროდ, გამოცხადდეს პროკურატურაში, ვინაიდან პროკურატურაში კითხვები მას კი არა, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუსვან, თავად კი ხელისუფლებასთან აქვს კითხვა, ვინ შეადგინა სია, რა მოტივით შეიწყალა პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დევაძის რეკომენდატორებს შორის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეა, რასაც თავად გეგეშიძე კატეგორიულად უარყოფს, ოდიშარია ალბათობას არ გამორიცხავს. როგორც ოდიშარია ამბობს, დევაძე და გეგეშიძე  ბავშვობის მეგობრები არიან და დევაძის დაკავებისას მის ოჯახს გეგეშიძისგან დახმარების მოლოდინი ჰქონდათ, რომლიც იმ დროს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსის პოზიციას იკავებდა. 

„თავად დევაძის დედაც ადასტურებს, რომ დევაძე და გეგეშიძე იყვნენ ბავშვობის მეგობრები და მან არ გამორიცხა, რომ დახმარებას იქედანაც მიიღებდა - „რა არის ამაში გასაოცარიო“ - ამბობდა ჯერ კიდევ 4 წლის წინ. კონკრეტულად დახმარების რა ფორმა იგულისხმა, ამას ვერ გეტყვით“,- ჰყვება ოდიშარია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს