ზაზა სარალიძე: "სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს აქვს მოლოდინი, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფ კიდევ ბევრ პირს დააკავებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა. 

"სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა”,- თქვა ზაზა სარალიძემ და განმარტა, რომ იგულისხმებიან “ბავშვებსაც, დამნახავებსაც“. 

როგორც სარალიძე ამბობს, თავად საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ რამდენიმე პირი დასაკავებელია:

„სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია გამოძიება. ვისაც ამ საქმეში ოდნავი წვლილი მიუძღვის, ყველა დაისჯება. საქმის მასალებიდან ძალიან კარგად იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ეს შთაბეჭდილება აქამდეც შექმნილი მქონდა, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, გამიმყარდა რამდენიმე მოწმის ჩვენებით", - განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის: მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში სარალიძის საქმეზე განაჩენი ისე დადგა, რომ სარალიძის მკვლელი არ არსებობდა. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც სწორედ კალანდიას როლზე გაამახვილა ყურადღება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"