სუს–ი: "საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

„აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აცხადებენ სუს–ში.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს, სუს-ის ცნობით,  ქართული მხარე აღნიშნული საკითხს კიდევ ერთხელ  მწვავედ დააყენებს ოქტომბრის დასაწყისისთვის დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„თუ აშშ–სთან შეთანხმების პირობები ზედმიწევნით არ შესრულდება, სირიაში იმაზე უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ, ვიდრე აქამდე“