ახალგორელ დედას წეროვანში შვილის დასატირებლად არ უშვებენ

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებ დედას მეორე დღეა, არ უშვებენ შვილის დასატირებლად, რომელიც წეროვანშია გარდაცვლილი. მიზეზი ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვარია.

როგორც „აქცენტს“ ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა, ახალგაზრდა მამაკაცი წეროვანში გუშინ დილით გარდაიცვალა, დედამისს კი ვაჟის დასატირებლად დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარე გადასვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა.  

„გუშინ უთხრეს, დასვენების დღეა და საკითხს ვერ გადავწყვეტთო, დღეს დილიდან პრობლემის გადაჭრას ჰპირდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერაფერი მოხერხდა.  მეორე დღეა, დედა გარდაცვლილი შვილის დატირებას ვერ ახერხებს, არადა, სულ 15 წუთის გზა აშორებთ, ჯერ გზა დაკეტო არარსებული „დესტაბილიზაციის“ მოტივით, რომ საკუთარი მოსახლეობა მძევლად აიყვანო, მერე დედა საკუთარი შვილის დასატირებლად არ გაუშვა – ეს არაადამიანური მოპყრობაა“, – განუცხადა „აქცენტს“ მეარაყიშვილმა.

ცნობისთვის: ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი „დესტაბილიზაციასთან“ დაკავშირებით 5 სექტემბრიდან ჩაკეტა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა