ტყიბულში პროტესტი გრძელდება – მაღაროელები მაღაროდან ამოსვლაზე ხელფასების დარიცხვამდე უარს აცხადებენ

ტყიბულში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი მაღაროდან ამოსვლაზე ხელფასების დარიცხვამდე უარს აცხადებენ.

ამის შესახებ „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მარაროელებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვებზე, ამიტომ აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასი არ დაერიცხებათ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ სახელფასო დავალიანების დაფარვა დაახლოებით ექვსი ან შვიდი დღის ვადაში მოხდება.

რაც შეეხება მაღაროელებს, რომლებიც ამ დრომდე მაღაროში რჩებიან, ჯაყელის ინფორმაციით, მათ ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მიეწოდებათ სასმელი წყალი და საჭმელი.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მაღაროელებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუ როდის დაირიცხება ხელფასები.  




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა