ზურაბიშვილი: "ჩნდება საჭიროება, ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ საული ნიინისტოს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობა და ამ გზაზე ფინეთის როლი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის პრობლემას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩნდება საჭიროება, ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
9-15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი