ზელენსკი ლავროვს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ხანმოკლე იყო.

ამასთან, სააგენტოები დიპლომატებზე დაყრდნობით წერენ, რომ ლავროვისა და ზელენსკის შეხვედრა საქმიანი იყო და მათ ძირითადად რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ზელენსკი აშშ-ში გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია