"თიბისი" ახალ სტუდენტურ პროგრამას იწყებს

"თიბისი" ახალ სტუდენტურ პროგრამას - "თიბისი კემპს" იწყებს.

პროგრამა ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება და მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება.

სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან.

პირველ ეტაპზე ისინი "თიბისი კაპიტალის" საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს "თიბისის" წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს.

გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს "თიბისისგან".

პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"