რულოვსი – მელიას განცხადებაზე: „ყველას აქვს თავისი არჩევანი, მე მსურს, ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“

ყველას აქვს თავისი არჩევანი, მე მსურს, ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ცნობისთვის: გუშინ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“. ელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ‐ ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი და მან ხმათა 42.75% დააგროვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp