ნათია ლაზაშვილის "რუსთავი 2"-ში მუშაობა შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს მისი GNCC-ის წევრი ქმრისთვის

ნათია ლაზაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობა შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს მისი მეუღლის გიორგი ფრუიძისთვის, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრია.

GNCC მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა. მისი უფლებაა, მაგალითად, გასცეს ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია ან დააჯარიმოს მაუწყებელი კონკრეტული დარღვევის გამო. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს. (მუხლი 11, პუნქტი 4.) 

გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი 2015 წლიდანაა. მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი კი "რუსთავი 2"-ში დაბრუნდა. 25 სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერს“ 9 საათზე ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

ნათია ლაზაშვილს 1995 წლიდან „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. მან „რუსთავი 2“ 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა. 2012 წელს ნათია ლაზაშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ მუშაობდა, საიდანაც 8 თვის თავზე ასევე პროტესტის ნიშნად წამოვიდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"