ეგვიპტე თურქეთის პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ტყუილში დაადანაშაულა და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, მას პასუხი აგებინოს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის,- ამის შესახებ „ტასი“ „ალ-არაბიაზე“ დაყრდნობით წერს.  

აღნიშნულს წინ უძროდა ერდოღანის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე. მან მათ შორის  ეგვიპტის ექსპრეზიდენტის მუჰამედ მურსის სიკვდილის თაობაზეს ისაუბრა.

ეგვიპტის საგარეო უწყებამ ერდოღანს შეახსენა 75 ათასზე მეტი „პოლიტიკური და სამხედრო“ პატიმრის მდგომარეობა თურქეთში, რომელთა შორისაც მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

ამასთან, ეგვიპტის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ თურქეთი თავშესაფარს აძლევს ისლამისტური ორგანიზაციის „მუსლიმი ძმების“ წარმომადგენლებს, ეწევა მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას და მედიაპლატფორმებზე წვდომის საშუალებასაც აძლევს ეგვიპტესა და მთელ რეგიონში ამ ორგანიზაციის ძირგამომთხრელი იდეების გასავრცელებლად“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია