"აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მთელ მსოფლიოს უნდა აშფოთებდეს"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება ევროპაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა აშფოთებდეს. 

მან ისაუბრა დონბასის კონფლიქტის მსხვერპლზე, სამხედრო და სამოქალაქო პირებზე, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. 

"უკრაინა მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ არა საკუთარი ტერიტორიებისა და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად",- თქვა ზლენსკიმ.

ის მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რათა ომი იქცეს საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მიუღებელ საშუალებად.

დღეს გაიმართება ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. უკრაინის პრეზიდენტი მოკლედ უკვე სამშაბათს ესაუბრა ტრამპს სადღესასწაულო მიღებაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია