თეთრმა სახლმა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნდა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა.

სტენოგრამის თანახმად, ტრამპი სთხოვს ზელენსკის, ყურადღება მიაქციოს გამოძიებას ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და მიმართავს წინადადებით, ამ თემაზე აშშ-ის გენერალურ პროკურორსა და ადვოკატ რუდოლფ ჯულიანის გაესაუბროს.  

"ბევრი საუბარი მიდის ბაიდენის ვაჟზე, იმაზე, რომ ბაიდენმა შეაჩერა გამოძიება და ბევრი ადამიანი ისურვებდა, გაეგო ამის შესახებ. ამიტომაც ყველაფერი, რის გაკეთებსაც გენპროკურორთან ერთად შეძლებდით, ძალიან კარგი იქნებოდა. ბაიდენი იკვეხნიდა, რომ გამოძიება შეაჩერა, ასე, რომ თუ მისთვის გადახედვას შეძლებდით...ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს",- უთხრა ტრამპმა ზელენსკის. 

საპასუხოდ ზელენსკი ტრამპს ეუბნება, რომ ამ საკითხით უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი დაკავდება და ტრამპს საქმის შესახებ დამატებითი დეტალების მიწოდება სთხოვა. 

უკრაინისთვის აშშ-ის ფინანსური დახმარება ამ კონტექსტში არ მოხსენიებულა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის მიზეზი 25 ივლისს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია.

განცხადება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააკეთა. პელოსი აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვა, დაეწყო გამოძიება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის შესახებ. ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და განაცხადა, რომ დღეს სტენოგრამას გამოაქვეყნებდა.აღნიშნული თემის კომენტირებისას თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას მხოლოდ მისი 6 წლის  ვაჟი მოახდენს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია