უმრავლესობის დეპუტატი ზურაბიშვილს გაერო–ში წარმოთქმული სიტყვის გამო აკრიტიკებს

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაროში გამოსვლისას პრინციპულობა დაუწუნა.  

"მერჩივნა, ამ გამოსვლაში უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გზავნილები იყო მნიშვნელოვანი: საქარველოს მშვიდობიანი პოლიტიკა აქვს არჩეული; ევროინტეგრაცია; საგარეო პოლიტიკის გაზი მკვრეთრად არის გამოკვეთილი, იყო საუბარი რეფორმებზე, მაგრამ ოკუპაციის თემაზე ალბათ მეტი პრინციპულობა იყო საჭირო და ეს ტრიბუნა უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ რეალური შედეგიდან არ ვიყოთ შორს – მიზანი დავაახლოვოთ და ამის გასაღები მხოლოდ ტრიბუნის მნიშვნელობის მაღალ ხარისხში დაყენებაა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქცენტები უფრო მეტად დიპლომატიური ჰქონდა, მაგრამ დიპლომატია უფრო მეტ პრინციპულობას არ კრძალავს. ამიტომ, მე მქონდა მოლოდინი, რომ საკითხი უფრო მეტი პრინციპულობით იქნებოდა დაყენებული და მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რომ ისინიც უფრო მეტად აქტიურნი იყვნენ ამ ჩართულობაში. რამეთუ საქართველო–რუსეთის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში მხოლოდ ჩვენს პრობლემებს სცილდება. მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა ასეთ ცხელ წერტილებში საერთაშორისო  თანამეგობრობის ჩართულობა უფრო აქტიური იყოს, მით უფრო, რომ ძალთა ბალანსი პოლარიზებულია. ამ აქტიურობისთვის საჭირო იყო, მეტი პრინციპულობთ ყოფილიყო გამოყენებული [გაეროს ტრიბუნა]. პრეზიდენტის გზავნილები შინაარსობრივად სწორი იყო, მაგრამ გამოხატვის ფორმით მეტად კრიტიკული და პრინციპული უნდა ყოფილიყო",– განაცხადა ხუნდაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის: ზურაბიშვილი გაერო–ში სიტყვით დღეს გმოვიდა.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"