ლავროვი – საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე: "გპირდებით, ომს არ დავიწყებთ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხავზე საპასუხოდ გააკეთა.

ჟურნალისტის თქმით, ნატო-ს მაღალჩინოსანი გენერლები საქართველოს ნატო-ში მიღების შესაძლებლობას, "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე განიხილავენ" და სვამს კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მართლაც შევა ნატო-ში, რაზეც ლავროვი პასუხობს, რომ მოსკოვი ომს არ დაიწყებს.

„ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატალნტიკური ალიანსისადმი და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც პირველ პრიორიტეტად ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, სერიოზულად დაზიანდება“,- აცხადებს ლავროვი.

რუსი ჟურნალისტი არ განმარტავს, რას გულისხმობს მის მიერ ნახსენები "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე". რეალურად საუბარია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე იმ დათქმით, რომ პირველ ეტაპზე ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამოქმედდება. ეს არ გულისხმობს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას, მით უფრო რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები აღიარებენ.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს