გახარიამ თურნავას სთხოვა, ტყიბულში მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი იყოს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის საწყებისას საჯაროდ ერთადერთი განცხადება გააკეთა და ის ტყიბულში ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. მან აღნიშნულს მიუღებელი უწოდა და დააკავა ეკონომიკის მინისტრს, პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავროს ტყიბულში და იყოს მასიმალურად მომთხოვნი. 

გახარიამ დამსაქმებლებს შეახსენა, რომ ვალდებულნი არიან, შეასრულონ საფინანსო ვალდებულებები.  

"ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, აბსოლუტურად მიუებელია. თუმცა ისიც უნდა აღვნინოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო–სახელფასო ვალდებულებები, ასევე თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები შეუქმნას, რაც, რა თქმა უნდა, ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას გულისხმობს. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, დღესვე ეკონომიკის მინისტრი ადგილზე გაემგზავრება და ის გაემგზავრება არა გარემოებების გასაცნობად, არამედ პრობლემების მოსაგვარებლად. მინდა, ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები დავიცვათ. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად იქ, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სრულად შეასრულოს ის",– განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სამი დღეა ტყიბული პროტსტმა მოიცვა. მაღაროელები კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა