ახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ცხედარი სოფლის სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

შსს–მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"