საკითხი, რომლის ირგვლივაც ხაზარაძე სხვა პარტიებთან ითანამშრომლებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სხვა პარტიებთან ითანამშრომლებს.  

„ხვალ გადის 26 წელი, რაც ჩვენ დავკარგეთ დროებით, მაგრამ დავკარგეთ სოხუმი და აფხაზეთი, ჩვენი ძმები და მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც არ გვაქვს სახელმწიფოებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება – რასაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. არსებობს რაღაც საკითხები და ეს არის ეროვნული ინტერესების მატარებელი საკითხები, სადაც ვერანაირ კავშირში ვერ იქნება პარტია და.ა. შ. ეს საკითხები არის ზეპარტიული და ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი საკითხები და სწორედ ამ საკითხებში, ჩვენ, "ლელოელები" მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას – პოზიციას თუ ოპოზიციას, რომ ასეთ საკითხებში, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, იქ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგ გაერთიანებულები. [...] შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, გადავდოთ ყველანაირი ამბიცია და შევთანხმდეთ თუნდაც რამოდენიმე საკითხზე, რომელშიც ვიქნებით ერთნი და უკომპრომისოები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მან უღიმღამო უწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რუსეთის უკანონო ქმედებებზე:

„ზემოთხსენებულ ფაქტს, რომელიც ორი დღის წინ გაჟღერდა, გამოეხმაურა ჩვენი სახელმწიფოს რიგითი თანამშრომელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და გააკეთა კიდევ ერთი რიგითი უღიმღამო განცხადება. ნებისმიერი განცხადება უღიმღამო ეს იქნება გაეროს ტრიბუნიდან, თუ იქნება რაღაცა პატარა ინტერვიუ, საკითხს ვერ გადაწყვეტს. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"