ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გაერო–ში გამოსვლაზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის კაციშვილი ვერ იპოვის, – ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაერო–ში გამოსვლაზე ოპონენტების კრიტიკას. 

„ოპონენტების მთავარი პრობლემაა, რომ ნებისმიერი რიტორიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად ომის ზღვარზე გადის, ყველაფერი ითვლება პრორუსულობად, არასაკმარის პატრიოტობად, ეს არის პრობლემა. ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი ეს იგი პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის კაციშვილი ვერ იპოვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"