ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგარეო ვალის საშინაო ვალით ჩანაცვლებას კურსზე გავლენა არ აქვს

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საგარეო ვალის საშინაო ვალით ჩანაცვლებას კურსზე გავლენა არ აქვს. 

მისივე თქმით, საგარეო ვალისა და საშინაო ვალის შემთხვევაშიც ლართან დაკავშირებით ერთნაირ ვითარებას ვიღებთ და მას კურსზე გავლენა არ აქვს და ვერ ექნება.

რაც შეეხება ხარჯის სტრუქტურულ ცვლილებას, მინისტრის თქმით, მსხვილი პროექტები საერთაშორისო, და დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსება.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ამ ვალის უკან დგას ხარჯის სტრუქტურის ცვლილება, აქ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ვთქვათ, პროექტები, რომელიც საგარეო ვალით ფინანსდება, ცოტა გვიანდება და ხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი პროექტებით ან ისეთივე დიდი მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც არ არის ნაგულისხმევი, საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებიდან დაფინანსება“, – განაცხადა მინისტრმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაგეგმილი 500 მილიონი ლარის ნაცვლად, 900 მილიონი ლარის საშინაო ვალს აიღებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა