ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა

ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 წლის ჯარისკაცს  იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება