ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი დაარტყა.


კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ისმის ბესელიას მხრიდან ზარდიაშვილის მისამართით შეძახილი: „ნაძირალა“. 

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"