"მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ"

დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

"ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, სწორედ ამიტომ მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა რომ „ქართული ოცნება“ ადეიშვილის ღამის მორიგეების და ღამის ასისტენტების თუ ხელის ბიჭების სახელით ლაპარაკობს. ამ არარაობასთან არაფერი საერთო არ მაქვს. მართალია მას თავი არ უნდა გაუყადრო, მაგრამ არ ვაპირებ „გავატარო“ ის, რა ფრაზაც იხმარა. ეს ესმოდა გედევან ფოფხაძესაც. ეს იყო შეურაცხმყოფელი რომელიც გავიგონე და მე არ ვაპირებ ყური მოვიყრუო. ბევრჯერ შემიკავებია თავი, რადგან პარლამენტის წევრს მოეთხოვება მეტი თმენის ვალდებულება, თავშეკავება, მაგრამ არსებობს ზღვარი. ამ ზღვარს ვინც გადალახავს, მიღებს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იგი მომხდარს "იაფფასიან დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს.

"ძალიან შეგნებულად გამოუშვა როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა, კადრები რომელიც გავუშვით ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. აი ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი", – განაცხადა ბესელიამ და იქვე დასძინა: "რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს“. 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"